10 ივლისს თბილისში, გლდანის რაიონში, ”საქართველოს ბანკის” ინკასატორებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი ბანკის თანამშრომლებს მაშინ დაესხა თავს, როცა მათ დაჯავშნული მანქანით ფული გადაჰქონდათ. ინციდენტი ბანკის გლდანის ფილიალთან მოხდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” ინციდენტის თვითმხილველებმა.
სროლის შედეგად დაიჭრნენ ბანკის თანამშრომლები და გამვლელი. წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა.
”საქართველოს ბანკის” პრესსამსახურმა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბრისას დაადასტურა ბანკის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი. ბანკი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. მოსალოდნელია, რომ დღის განმავლობაში პრესისთვის ოფიციალური განცხადება გაკეთდება.